მომღერალი, „ღამის შოუს ბენდის“ წევრი თათა გიორგობიანი, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებს მეუღლესთან ერთად კვიპროსში ატარებს, სოციალურ ქსელში უახლეს კადრებს გვიზიარებს.
თათა გიორგობიანი ავრცელებს აუზში, კონსტანტინე მოსიძესთან ერთად გადაღებულ ვიდეოს, რომელსაც სოციალური ქსელის გამომწერების უამრავი გამოხმაურება აქვს:
„ულამაზესი წყვილი“, „საოცრად უხდებით ერთმანეთს“, „ყველაზე დიდი ენერგია, სილამაზე, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა სიყვარულშია“, – წერენ სოციალური ქსელის მმახმარებლები ვიდეოს კომენტარების ველში.
ფოტო: „მისაბაძი წყვილი ხართ…“ – თათა გიორგობიანი მეუღლესთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს გვიზიარებს