ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას „ჩვენი შოუ“, ამავე ტელევიზიის საბავშვო გადაცემის -„პატარების დიდი შოუს“ ერთ-ერთი მონაწილე, ნიცა გაგუა ესტუმრა.
ნიცა გაგუამ გადაცემაში ამჯერად ცეკვა „აჭარული“ შეასრულა და „ჩვენი შოუს“ წამყვანისგან, სტუმრებისგან და მაყურებლისგან აპლოდისმენტები მიიღო.
ნიცა გაგუას ცეკვის კადრებს გადაცემის
„ფარფატა ფერია“, „საოცარი გოგო ხარ“, „ეს ბავშვი ნამდვილად აღმოჩენაა: დახვეწილი მანერებით, მოქნილობით, ჰაეროვნებით“, „თვალს და გულს უხარია ასე ლამაზად შესრულებული ცეკვის ყურება“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში.