საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ქართველი გულშემატკივარი მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდა.
დღეს სოციალურ ქსელებში ვრცელდება უამრავი ფოტო და ვიდეო, რომელიც ქართველი ქომაგის ემოციებს და სიხარულს გამოხატავს.
ემოციური იყო „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, ვიკა ბუკიას პირდაპირი ეთერი – მან საქართველო-პორტუგალიის მატჩზე, პირველივე წუთებზე ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გატანილი გოლის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა და გადაცემაში „პირველი ხაზი“, ატირდა.
„საოცრება ხდება „ტვ პირველის“ სტუდიაში“ – აღნიშნა ვიკა ბუკიამ.