„გვაჩვენე შენმა ხმამ“ გუშინდელ ეპიზოდში ორი არაჩვეულებრივი შემსრულებელი წარუდგინა საზოგადოებას – გური ჭელიძე და ლუკა ოგბაძე ქართულ რეპერტუარს შესანიშნავად ასრულებენ.
გადაცემის „ფეისბუქ-“გვერდზე გაგვიზიარეს ვიდეო, სადაც ისინი დუეტს ასრულებენ.
ვიდეოს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
„უმაგრესი ბიჭები და საოცარი ხმები. ისინი სცენაზე უნდა იდგნენ!..“
„საქართველო ბულბულების ქვეყანაა…“
„ორივეს რა სასიამოვნო ხმა აქვს…“
„გენაცვალეთ, ოქროებო!..“