LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და იმავეს აკეთებენ უკრაინაში – მერაბ დვალიშვილმა ბრძოლისშემდგომ პრესკონფერენციაზე რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა

103
მერაბ დვალიშვილი

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა, რომელმაც მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა ბრაზილიელ ჟოზე ალდოსთან მოიგო, პრესკონფერენციაზე რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და იმავეს აკეთებენ უკრაინაში. ეს ხმამაღლა მინდა განვაცხადო. იმედი მაქვს ამ ომს შევაჩერებთ, სიგიჟეა, რომ ადამიანები ყოველდღე იღუპებიან და ჩვენ არაფრის გაკეთება შეგვიძლია.

მსოფლიო აწესებს სანქციებს, მაგრამ არ ვიცი ეს ომს როგორ შეაჩერებს… ჩვეულებრივი ხალხია და ისინი იღუპებიან“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა ბრძოლისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები