LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სათამაშო Chevrolet-ს ნამდვილი ძრავი ჩაუმონტაჟს და კარგადაც გაახურეს

167
32dbdb7993e08d62b3765b1998149a839c67d9ba

Youtube – არხის Grand Hard Plumbing-ის ავტორებმა ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს.  მათ სათამაშო Chevrolet Camaro-ს კვადროციკლის ძრავი დაუყენეს და საბურავებიც „დაწვეს“.

შეშლილმა ავტომოყვარულებმა გადაწყვიტეს, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ გაეოცებინათ და ძალიან აბსურდული პროექტი წამოიწყეს. პლასტმასისგან დამზადებულ სათამაშო ავტომობილი სპროტქარად გადააქციეს.

სათამაშო Camaro-მ 500 კუბის მოცულობის Polaris-ის აგრეგატი მიიღო. ავტომობილმა პირველი დავალება არაჩვეულებრივად შეასრულა და ისე გახურდა რომ საბურავებიც კი დაწვა.

პროექტი ჯერ ისევ მუშაობის პროცესშია და მისი ავტორები გეგმავენ რომ მომავალში პატარა Camaro სრულყოფილ ავტომობილად გადააქციონ. მანქანამ უგზოობაში გადაადგილება თუ ტრასაზე სიარული ერთნაირი წარმატებით უნდა შეძლოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g