„სულელების ხიდი“ ამერიკაში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში მდებარეობს და რამდენიმე დღის წინ მას 167–ე მსხვერპლი ჰყავდა. ხიდმა სატვირთო ავტომობილს სახურავი გადახსნა, მძღოლმა კი მოძრაობა ისე გააგრძელა, ვითომც არაფერი მომხდარა. ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
რკინიგზის ხიდის ქვეშ ქალაქ დარემში არაერთი ავტომობილი გაჭედილა, შემდეგ ხელისუფლებამ სიტუაციის გაუმჯობესება გადაწყვიტა. 2019 წელს კონსტრუქცია 20 სანტიმეტრით ზემოთ აწიეს, ხიდის წინ კი არაერთი გამაფრთხილებელი ნიშანი დადგეს და დაკიდეს.
თუმცა, ამ ცვლილებებმა სიტუაცია დიდად ვერ შეცვალა. როგორც ახალი ვიდეოდან ირკვევა, „სულელების ხიდს“ კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავდა. ამჯერად ავტომობილი მის ქვეშ არ გაჭედილა, მანქანას სახურავი მოსძვრა და გზა ჩვეულებრივ გააგრძელა. სახურავი კი იქვე, ხიდის ქვეშ დარჩა.