LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საუბარიც არ იცოდა, როდესაც მითხრა, ნოტი დამიდეო.. მაჭავარიანის ხორუმი, რომელსაც ჩემი მოსწავლე უკრავდა, თავისით აიტაცა და ეს რიტმი გადმოსცა“ – გაიცანით 2 წლის პიანისტი დაჩი სოფრომაძე, რომლის ვიდეოც ინტერნეტსენსაციად იქცა

176
დაჩი სოფრომაძე

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ინტერნეტსენსაციად იქცა – 2 წლის და 6 თვის დაჩი სოფრომაძე ფორტეპიანოზე ვირტუალურად უკრავს.

ვიდეო: „მომავალი გენიოსი პიანისტი, ასე დიდებსაც არ შეუძლია“ – გაიცანით, 2 წლის და 6 თვის დაჩი სოფრომაძე, რომელმაც ინტერნეტსივრცე მოიცვა: რას ამბობს პატარა ვირტუოზის დედა

დაჩი სოფრომაძის ინტერპრეტირებულ „ხორუმს“ მასშტაბური გამოხმაურება მოჰყვა.

დაჩის შესახებ მისი დედა „რუსთავი 2“-ის გადაცემის, „შუადღის“ სიუჟეტში საუბრობს და აღნიშნავს, რომ დაჩი კლასიკურ მუსიკაზეა შეყვარებული:

„ვიდეო რომ დავდეთ, სოციალურ ქსელში იმდენი გაზიარება და გამოხმაურება მოჰყვა, არ ველოდით, ყველა გვეკითხება – ვინ არის? საიდან ეს საოცრება? ალბათ, მუსიკალური საზოგადოება ამ ბავშვში დიდ ნიჭს ხედავს.

პიანისტი ვარ, დაჩი რომ დაიბადა, ჩემს სახლში მოსწავლეები დადიოდნენ, ყოველდღიურად კლასიკურ მუსიკას ისმენდა და ალბათ მუსიკის სიყვარულიც აქედან გაუჩნდა.

1 წლის იყო, როდესაც შევამჩნიე, ჩემი მოსწავლის მიერ დაკრულ მუსიკას როგორ ჰყვებოდა რიტმში ხელებით, თავით, მთელი სხეულით…

საუბარიც არ იცოდა, როდესაც მითხრა, ნოტი დამიდეო. სულ ინსტრუმენტთან უნდოდა ყოფნა, შეუძლია, რომ კონცერტს 1, 2 საათი სრული სერიოზულობით უსმინოს, ეს მას სიამოვნებას ანიჭებს.

მაჭავარიანის ხორუმი, რომელსაც ჩემი მოსწავლე უკრავდა, დაჩიმ თავისით აიტაცა და ეს რიტმი გადმოსცა. რასაც გრძნობს, ინსტრუმენტზე იმას გადმოსცემს“, – ამბობს დაჩის დედა სოფო ხუციშვილი.

🎹✨❤️ 2 წლის კლასიკურ მუსიკაზე შეყვარებული პიანისტის, დაჩი სოფრომაძის ისტორია

🎹✨❤️ 2 წლის კლასიკურ მუსიკაზე შეყვარებული პიანისტის, დაჩი სოფრომაძის ისტორია 📸 გვანცა კილანავას სიუჟეტი

Posted by შუადღე • Shuadge on ხუთშაბათი, 25 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები