2017 წელს, გამოცემამ Vanity Fair ბილი აილიშთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა, შემდგომ წლებში კი ეს ერთგვარ ტრადიციადაც იქცა. აღნიშნულ ფაქტს არტისტის გულშემატკივრები ყოველწლიურად მოუთმელად ელოდებიან ხოლმე. და აი, 18 წლის ბილიმ ერთსა და იმავე შეკითხვებს უკვე მეოთხედ უპასუხა. აილიშმა თავის ცხოვრებასა და კარიერაზე ისაუბრა და ცვლილებებსა თუ სიახლეებზეც გაამახვილა ყურადღება. Vanity Fair-ის ამ შთამბეჭდავ პროექტს, „დროის კაფსულა“ ჰქვია.
ცნობისთვის, გასული ერთი წლის განმავლობაში არტისტის კარიერაში ძირეული ცვლილებები მოხდა. ბილი აილიშმა „გრემის“ რეკორდი ორჯერ მოხსნა, ის ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც „გრემიზე“ რეკორდული რაოდენობის, 6 ნომინაცია მოიპოვა, შემდეგ კი მთავარ კატეგორიაშიც გაიმარჯვა და ყველაზე მეტი ჯილდოც დაიმსახურა.