მალიბუ ტუღუში სამი წელია, რაც აშშ-ში ცხოვრობს.
მომღერალი თავის ახალ სიმღერას გვიზიარებს, რომელმაც გამოქვეყნებისთანავე დადებითი გამოხმაურებები მოიპოვა.
„მოისმინეთ უკვე ჩემი ახალი სიმღერა „HEARTLESS”?… გამიზიარეთ შთაბეჭდილებები“, – წერს მალიბუ ტუღუში.
შესრულებამ საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასებები დაიმსახურა: „შენს ნამღერს სხვა „პეწი“ და ხიბლი აქვს, გგულშემატკივრობ მთელი გულით“…„ჩემი აკვიატებაა. სასწაული ხმა გაქვთ…დავამატებ რომ ულამაზესიც ხართ“…„სასწაულად ლამაზი ხარ“…„ეს სიმღერა მალე გაჰიტდება, საოცარი მელოდია აქვს“.
როგორ დაიკლო მალიბუ ტუღუშმა 24 კილოგრამი: „მინდოდა ჩემი სხეულის ნაწილებისა და ქალურობის გამოკვეთა…“