რა უნდა გავაკეთოთ თავის ტკივილის დროს და შესაძლებელია თუ არა თავის ტკივილის დამარცხება მედიკამენტების გარეშე?
ამ საკითხზე რჩევები ნევროლოგმა, მარინა ჯანელიძემ გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ მაყურებელს გაუზიარა:
„თუ თქვენ ხართ დახურულ სივრცეში, უყურებთ გაჯეტებს, კომპიუტერებს, ძალიან ბანალური რჩევაა, მაგრამ იქნებ გახვიდეთ ჰაერზე, გაიარ – გამოიაროთ, შეისუნთქოთ სუფთა ჰაერი, დალიოთ ერთი ჭიქა ყავა და იქნებ გაგიაროთ თავის ტკივილმა.
უჰაერობა, დახურული სივრცე, ერთ პოზაში ყოფნა მუშაობის დროს… დაძაბულობის თავის ტკივილი არის კუნთების შეკუმშვა, ამ დროს უნდა გავიარ – გამოვიაროთ.
ბანალური რჩევაა, თუმცა ეს საჭიროა… თუ არ გაგივლით ტკივილი, მაშინ დალიეთ წამალი“, – ამბობს მარინა ჯანელიძე.
‼️ ბანალური თავის ტკივილის დროს ტკივილგამაყუჩებლის მიღებამდე – გაიარეთ ჰაერზე, დალიეთ წყალი‼️ ბანალური თავის ტკივილის დროს ტკივილგამაყუჩებლის მიღებამდე – გაიარეთ ჰაერზე, დალიეთ წყალი
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ოთხშაბათი, 22 იანვარი, 2025