LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შესაძლოა, ნივთმტკიცებების დაზიანება კიდევ გაგრძელდეს, მონაცემებზე კვლავ მიუწვდება ხელი, პასუხი უნდა აგოს“ – 12 წლის ანას დედა ბრალდებულ ექსპერტზე 

317
Untitled design

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის დაკავებას ითხოვს.

„12 წლის ანის საქმეზე სამხარაულის ბიუროს ექსპერტს ბრალი წარუდგინეს“ – ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“

ნატო ხუტაშვილის განცხადებით, ექსპერტი, რომელსაც ბრალი წარუდგინეს, საქმიანობას ამ დრომდე აგრძელებს და მისი თქმით, შესაძლებელია, ნივთმტკიცებების დაზიანება გაგრძელდეს.

„მას რაღაც მონაცემებზე კვლავ მიუწვდება ხელი და შესაძლოა, ნივთმტკიცებების დაზიანება კიდევ გაგრძელდეს. არც თანამდებობას ჩამოშორებია, აგრძელებს ბედნიერად მოღვაწეობას, რაც კატეგორიულად არ მიმაჩნია სწორად.

ვითხოვ, 100%-ით უნდა იყოს დაკავებული, პასუხი უნდა აგოს ამდენ დაზიანებაზე, რომელიც მან მიაყენა იმ ღამეს ნივთმტკიცებებს.

სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ჩვენ ახლა გვჭირდება FBI-სთვის თხოვნა, რომ მან შეამოწმოს ნივთმტკიცებები და ამოიღოს დნმ, რაც მას იმ ღამეს თავისუფლად შეეძლო გაეკეთებინა, მისი ვალდებულება იყო და არ გააკეთა“, – განაცხადა ნატო ხუტაშვილმა.

ცნობისათვის, 17 მარტს, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს საქმეზე სამხარაულის ბიუროს ექსპერტს ბრალი წარუდგინეს.

შეგახსენებთ, დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგო, 17 მარტს გამთენიისას გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი სახლიდან საღამო საათებში გავიდა, რის შემდეგაც ოჯახმა ბავშვის ძებნა დაიწყო. არასრულწლოვანი ბოლოს პეტრიწის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში საქანელაზე შენიშნეს. გამთენიისას კი მისი ცხედარი სკვერიდან მოშორებით აღმოაჩინეს. არაოფიციალური ცნობით, ბავშვს ძალადობის კვალი ეტყობოდა.

„დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება“ – ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ 

 

12 წლის ანას დედა ბრალდებულ ექსპერტზე

“ნივთმტკიცებებთან ისევ მიუწვდება ხელი, აგრძელებს მუშაობას, პასუხი უნდა აგოს” | 12 წლის ანას დედა ბრალდებულ ექსპერტზე

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on სამშაბათი, 17 ოქტომბერი, 2023

 

ამავე თემაზე:

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაგზავნილი დნმ-ანაწმენდები არის დაობებული, პაკეტი გახსნილი – ეს დანაშაულია – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას დედა

„ამას შეეწირება სხვა მრავალი ბავშვიც, როდესაც ასეთი ავადმყოფი დადის ქუჩაში.. პოლიცია იზამს თუ ჩვენ, ჩემი შვილის მკვლელს აუცილებლად ვიპოვი და დავსჯი“ – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას დედა

„სავარაუდოდ მამაკაცის ჩადენილია, რადგან მამაკაცის თმა არის აღმოჩენილი…ბავშვს 39 დაზიანება აქვს, რომელსაც თვითონ ვერ მიიყენებდა” – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა

„6 შეცდომა თუ ერთ ღამეში დაუშვა, მაშინ რა გააკეთა?! სავარაუდოდ, ის ვიღაცას ხელს აფარებდა..“ – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას დედა 

magti 5g