LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: შეტაკებები ინგლისში: ძეგლების დამცველები და რასიზმთან მებრძოლები – დაიწყება თუ “რასისტული ომი” ევროპაში

243
download

ინგლისში ანტირასისტული ომია გაჩაღებული. ამ ომთან ერთად დაიწყო ანტირასისტული გამოსვლების მოწინააღმდეგეთა პროტესტი. ერთნი თუ “შავებს” იცავენ, მეორე ნაწილი ძეგლების დასაცავად გამოვიდა, იმის მიუხედავად, რომ ძეგლებს პოლიცია ისედაც იცავდა.

გასაკვირი არაა, რომ ამ ყველაფერს შეტაკებები მოჰყვა, რის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

თავდაპირველად მემარჯვენე აქტივისტები ამბობდნენ, რომ ისინი უბრალოდ ძეგლის დასაცავად მივიდნენ და პარალელურ აქციასთან საქმე არ ჰქონდათ, თუმცა მოგვიანებით, ტრაფალგარის მოედანზე მოისურვეს გადასვლა, სადაც ანტირასისტული აქციები მიმდინარეობდა, რისი უფლებაც მათ პოლიციამ რა თქმა უნდა არ მისცა – და დაიწყო შეტაკება.

ძეგლების დაცვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც აქციების Blacklivesmatter-ის მონაწილეებმა, იმ საზოგადო მოღვაწეების თუ პოლიტიკოსების ძეგლები დააზიანეს, რომლებიც რასიზმთან კავშირში იყვნენ.

აქციების ფონზე, გასულ კვირას, ინგლისის ქალაქ ბრისტოლში დემონსტრანტებმა ჩამოაგდეს ბრიტანელი მონებით მოვაჭრის, ედვარდ კოლსტონის ძეგლი და ის მდინარე ევონში ჩააგდეს. 

საფრთხე შეექმნა ომის გმირების მემორიალს, ჩერჩილის, ნელსონ მანდელასა და მაჰათმა განდის ძეგლებსაც.

ამიტომ, დღეს, უინსტონ ჩერჩილის კენოტაფი ასე გამოიყურება.

ბრიტანეთში ანტირასისტული გამოსვლების და არეულობის შემდეგ ახალი კომისია შეიქმნა. “უთანასწორობის აღმოსაფხვრელად კიდევ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ,” – განაცხადა პრემიერმა ბორის ჯონსონმა, კომისიის შექმნის დაანონსებისას. 

იმიტომ რომ შავია, თუ იმიტომ რომ დამნაშავეა - რასიზმი თავისუფლების ქვეყანაში?!

ვინ იყო ჯორჯ ფლოიდი და რატომ დაიწყო ამერიკაში ქაოსი?

“არავის შეუძლია უგულებელყოს ანტირასისტული გამოსვლები. შეუძლებელია ეს არ გვადარდებდეს, მაგრამ ძეგლების დარბევით, ბრიტანეთმა არ უნდა გადაწეროს ისტორია”, – თქვა ბორის ჯონსონმა “ტელეგრაფთან”.

ჯონსონმა ასევე დაგმო შაბათის საპროტესტო აქციებში “ექსტრემისტული მემარჯვენეების” მონაწილეობა.

“მეტია გასაკეთებელი და გავაკეთებთ კიდეც. კომისია გადახედავს ამ საკითხში დასაქმების, ჯანდაცვის, აკადემიური ცხოვრების და სხვა ასპექტებს.

მოდი, ვებრძოლოთ რასიზმს, მაგრამ დავტოვოთ ჩვენი მემკვიდრეობა. თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა მისი შეცვლა, ამ ქვეყანაში არსებობს დემოკრატიული საშუალებები – სხვათა შორის, უინსტონ ჩერჩილის წყალობით”, – თქვა მან.

 

ანტირასისტული გამოსვლები მსოფლიოს მასშტაბით, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ დაიწყო. 

მამიკო წავიდა, რომ მსოფლიო შეცალოს - ჯორჯ ფლოიდის ოქროს დაკრძალვა [ვიდეო]

"მისი დანაშაული იყო მხოლოდ ის, რომ შავკანიანად დაიბადა"

46 წლის აფრო-ამერიკელი 25 მაისს მინეაპოლისის პოლიციამ სიგარეტის ყიდვისას დააკავა. მაღაზიის გამყიდველი დაეჭვდა, რომ ფლოიდმა ყალბი 20-დოლარიანი გადაიხადა. მან ფლოიდს სიგარეტის დაბრუნება სთხოვა, თუმცა ფლოიდმა უარი განაცხადა. ამის გამო თინეიჯერმა გამყიდველმა პოლიცია გამოიძახა. პოლიციელმა დერეკ შოვინმა ფლოიდი მიწაზე დააწვინა და მუხლი ყელზე დაადგა. ასეთ მდგომარეობაში ოფიცერს ფლოიდი თითქმის 9 წუთი ჰყავდა.

ფლოიდი მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ვიდეო, სადაც ის არაერთხელ იძახის, რომ ვეღარ სუნთქავს, სწრაფად გავრცელდა. ოთხი პოლიციელი მეორე დღესვე სამსახურიდან დაითხოვეს, ხოლო ერთი საპროტესტო ტალღის გავრცელების შემდეგ დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g