მომღერალ გია სურამელაშვილის ყოფილი მეუღლე, მაია სურამელაშვილი-კვესელავა „უეჭველი ქართველიას“ გადაცემის ობიექტივში მოხვდა.
წამყვანის კითხვაზე, დღეს თუ ხართ შეყვარებული, ან გიფიქრიათ თუ არა, რომ თქვენი პირადი ცხოვრება, გიას შემდეგ ვინმესთან დაგეკავშირებინათ? – მაია სურამელაშვილი-კვესელავა პასუხობს:
„არა სხვათა შორის. არასდროს… რომ გითხრა თაყვანისმცემლები არ მყავდა მეთქი მოგატყუებ მაგრამ, არა! მეორედ შეცდომას ვეღარ დავუშვებდი.
ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ჩემი თავის უფროსი მე ვარ. ალბათ, შეჩვევაც არის. ამდენი წელი რომ ასე ხარ, ვიღაცასთან ცხოვრება რთულია“, – აცხადებს მაია სურამელაშვილ-კვესელავა.
