LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შიში მაქვს რომ დედა არ დავკარგო…ბევრი სირთულეები გამოვიარეთ, მერე მამას წასვლაც დაემატა“ – დათუნა ტატულაშვილის ემოციური ინტერვიუ

1568
2026-01-24_23-20-33_842156

იუმორისტული შოუს მსახიობი და ტიკ-ტოკერი დათუნა ტატულაშვილი პოდკასტის „ხინჩოსთან“ სტუმარია, რომლის ეთერშიც დედის შესახებ ემოციურად საუბრობს.

„ბავშვობიდან მოყოლებული სულ იმის შიში მაქვს, რომ დედა არ დავკარგო. როდესაც საწოლში დავწვები, სულ ამაზე მეფიქრება. მგონი ფსიქოლოგთან უნდა მივიდე, რადგან ამაზე ვფიქრობ ძალიან მკვეთრად.

ერთად ბევრი სირთულეები გამოვიარეთ. ბევრი გასაჭირი გვქონდა, მერე მამას წასვლაც დაემატა. მინდა რომ დედაჩემმა დაისვენოს და ცხოვრებით ისიამოვნოს. გავლილი სიმძიმეებიდან გამომდინარე.

როდესაც ბალიშზე თავს დავდებ, მუდამ მიპყრობს ფიქრი დედაჩემს რამე ხომ არ დაემართა“, – ამბობს დათუნა ტატულაშვილი.

„მიკომენტარებდა ხოლმე ვიდეოებზე, გადმოდგა პირველი ნაბიჯი“ – ბევრი შარჟი და სიცილი – დათუნა თათულაშვილი და თაკო ბოგველი სტუმრად „ვიზიტორში“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები