ქართული ლეგენდარული ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი დათო ჟღენტი, რომელსაც საზოგადოება ერთაოზ ბრეგვაძის სახელით იცნობს, „რუსთავი 2“-ის ობიექტივში მოექცა.
ჟღენტმა „შერეკილების“ გადაღებები გაიხსენა და აღნიშნა, რომელი სცენების გადაღება გაუჭირდა.
„მე ვარ უკვე ასაკოვანი ერთაოზ ბრეგვაძე, ფილმის გადაღებიდან 50 წლის შემდეგ…
მაშინ ფილმის შედეგი რა იქნებოდა, ეს მე ვერც წარმომედგინა..ბოლოს ნათლად გამოჩნდა, რომ მე ვითამაშე უდიდესი რეჟისორის ფილმში…
ქუჩაში რომ გავივლიდი, ყვიროდნენ „ერთაოზ, ერთაოზ“…ცოტა უხერხულად ვგრძნობდი თავს,“ – აღნიშნა დათო ჟღენტმა.
როგორც თავად თქვა, დათო ჟღენტი ამჟამად პენსიაზე იმყოფება. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.