სოფო ბედია გადაცემაში „გული მღერის“ საახალწლო სიმღერით გამოჩნდა.
სოფოს ამ სიმღერის ავტორი მისი დიდი ხნის მეგობარი, კაკი ბოლქვაძეა:
„გილოცავთ, მადლობა კაკი ბოლქვაძეს ამ სიმღერისთვის“, აღნიშნავს მომღერალი და ახალ შესრულებას სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
სოფომ კომპლიმენტები მიიღო შესრულების და ასევე შავი მოხდენილი კაბის გამოც, რომელიც ამ სატელევიზიო გამოსვლისას მოირგო:
„სოფუნა, რა ლამაზი ხარ…“
„ოქროს სოფო…“
„ულამაზესი…“, აღნიშნულია კომენტარებში.