LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სოფო ბედიას დაბადების დღეზე მეუღლემ ფეიერვერკები მიუძღვნა

1554
sofobedia

მომღერალი სოფო ბედია დღეს იუბილარია. მას მეუღლემ, მიშა მესხმა განსაკუთრებული სიურპრიზი გაუკეთა და იუბილარს დიდი ფეიერვერკები მიუძღვნა. მიშამ ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა: „ჩემს პირველ სიყვარულს, პირველ ცოლს და უკანასკნელს:) ვულოცავ მის დღეობას. მუდამ ბედნიერი იყავი, ჩემო მარადონა გოგო❤️❤️❤️???  მრავალს და მრავალს.!!! მიყვარხარ, სოფო…“

მოგვიანებით სოფომაც გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მეუღლის გამორჩეული სიურპრიზი აღნიშნა და დაწერა:

„დღეს გავხდი ოცდამეტი წლის?ასაკს არასოდეს ვმალავდი… მადლობა უფალს და ჩემს უსაყვარლეს მშობლებს ჩემი დაბადებისთვის! არც ისე დიდი ვარ და არც ისე პატარა. ბევრი რამ ვნახე ცხოვრებაში: სიხარული, სევდა, ტკივილი, ბრძოლა, გამარჯვება… ვიზრდები, ვიცვლები, მაგრამ უცვლელია მთავარი… და ესაა ადამიანობა!!!

ვუსურვებ ჩემს თავს, სულ ვიყო ასეთი♥️დიახ, დღეს მე 37 წლის გავხდი… მადლობა ჩემს ბუციკოს Misha Meskhi♥️შენ დღეს სრული ფეიერვერკი მომიწყვე… მიყვარხარ♥️♥️♥️მიყვარხართ ყველა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g