LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სტეფანესა და მაია დარსმელიძის ქალიშვილი: „ყველაზე დიდი ინსპირაცია მამაჩემისგან მაქვს, მშობლების გავლენით ვხედავ, როგორია მუსიკალური ცხოვრება…“

998
სტეფანე და ფანი

movement-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც სტეფანე მღებრიშვილისა და მაია დარსმელიძის ქალიშვილი, სტეფანია, იგივე ფანი თავისი ცხოვრების შესახებ საუბრობს.

თინეიჯერი გოგონა ამბობს, რომ უყვარს მეგობრებთან სეირნობა, მარტო ყოფნა, კითხვა და რა თქმა უნდა, მუსიკა.

„როცა ცუდად ვარ ხოლმე, ცუდ ხასიათზე, ან მოწყენილი, სკოლის მერე დავდივარ და მუსიკას ვუსმენ. ხანდახან არანაირი მიზეზი არ აქვს ჩემს ცუდ ხასიათზე ყოფნას, მაგრამ ასეთი ამინდია, ამინდიც ძალიან მოქმედებს ჩემზე… პანდემიის მერე ძალიან სტრესული პერიოდი იყო, მარტოობა კი მიყვარს, მაგრამ 24 საათი რომ სახლში ზიხარ და ვერ გადიხარ, ეს ძალიან სტრესული. როცა ყველაფერი ჩაიკეტა, ძალიან დავიბენი.

14 წლის ვარ და ძალიან შუაში ვარ, ჩემი ასაკი, მგონი, ყველაზე ცუდი ასაკია, რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. გარდატეხის ასაკში ხასიათი გეცვლება, ვერაფერს აკეთებ.

ხანდახან შეიძლება მინდოდეს, რომ წავიდე და ისე მაგრად გავერთო მეგობრებთან ერთად, რომ სახლში აღარც მოვიდე, მაგრამ ერთ საათში მეზარება. ჩემი ოთახია ის სივრცე, სადაც ვიკეტები და არანაირი კავშირი არ მაქვს გარე სამყაროსთან.

ჩემთვის მუსიკა არის კომფორტზონა, რისი მეშვეობითაც შემიძლია ჩემი ხასიათი გადმოვცე.

რომ ვთქვა, რომ მამაჩემს ვუსმენ, მოვიტყუები, რომ წერს, თავისით ვსწავლობ და მერე აღარ ვუსმენ. მშობლების გავლენით ვხედავ, როგორია მუსიკალური ცხოვრება და მინდა გავიარო ის, რაც მამაჩემმა გაიარა. ყველაზე დიდი ინსპირაცია მამაჩემისგან მაქვს. ძალიან მომწონს მუსიკის წერსი პროცესი. დედა უფრო სხვა ჟანრში მღერის, მისი ხმა ძალიან ძლიერია და ძალიან მომწონს, ის ჩემთან უფრო ახლოს არის.

არ ვჩანვარ და ეს ჩემი არჩევანია. მამაჩემმაც მითხრა, რომ ჯობია, ახლა არაფერი გააკეთოო, მართალიც იყო. მაშინ ძალიან მეწყინა, რას ჰქვია, არაფერი უნდა გავაკეთო, მეც მინდა, რომ ცნობილი ვიყო-მეთქი, დღეს ძალიან მიხარია, რომ არ გამატანინეს ჩემი. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ახლოს ვარ ჩემს მშობლებთან“, ამბობს ფანი.

ვიდეო/ფოტო: სტეფანეს სოლოკონცერტი, ანშლაგი, დუეტი ქალიშვილთან ერთად და ამღერებული მაყურებელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g