LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სტუმრად ანისთან და შანისთან“ – ია ფარულავა ზოოპარკის ცნობილ ბინადარს, ლომ შანის ესტუმრა

244
შანი

თბილისის ზოოპარკის ბინადარ შანის საზოგადოება კარგად იცნობს – შანი ჯერ კიდევ მაშინ მოექცა ყურადღების ცენტრში, როდესაც ზოოპარკში პირველად მოხვდა.

ვიდეო: ლომ შანის ახალი ვოლიერი აქვს – „მას აქვს მორები, საძრომიალო პლატფორმა, ხელოვნური კლდეები, სადაც შანი ერთობა“

მას შემდეგ, ზოოპარკი და მისი დირექტორი, შანის შესახებ სიახლეებს პერიოდულად აქვეყნებენ. უკვე ორი თვეა, ლომის ბოკვერი თბილისის ზღვის მახლობლად განთავსებულ ახალ ზოოპარკში ცხოვრობს. მას ახალი ვოლიერი აქვს.

ახალ საცხოვრებელში შანი ცოტა ხნის წინ მსახიობმა ია ფარულავამ მოინახულა, სტუმრობის ამსახველი ვიდეოები კი სოციალურ ქსელში განათავსა. კადრებში ჩანს, როგორ ეთამაშება მოუსვენარი შანი ზოოპარკის თანამშრომელს.

„სტუმრად ანისთან და შანისთან“ – წერს ია ფარულავა ვიდეოს აღწერაში.

როგორ ცხოვრობს ზოოპარკის ახალი ბინადარი ზურაბ გურიელიძის კაბინეტში და სად შენდება მისთვის ახალი ვოლიერი – ლომის ბოკვერი რადიო „ფორტუნას” ობიექტივში

„ჭამს, სვამს, სძინავს, სეირნობს“ – შანის ბოლო დღეები ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის კაბინეტში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g