ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ გადაცემამ, „შენი დილა“ მაყურებელს რუბრიკაში „ემიგრანტის ხმა“, ქართველი ემიგრანტის, ნათია გვაზავას ისტორია გააცნო.
ჟურნალისტი ნათია გვაზავა ამბობს, რომ ის სოხუმში დაიბადა, თუმცა 12 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს.
ემიგრანტი იხსენებს, რომ მას სოხუმში თავისი სახლი არც კი უნახავს, რადგან ორი თვის იყო, როდესაც ომი დაიწყო, სწორედ ამ დროს დატოვა ოჯახმა საქართველო. ემიგრანტი ემოციურად იხსენებს მძიმე ისტორიას:
„საშინელი შიმშილობა იყო ომის დროს სოხუმში, ძლივს გადავრჩით, წავედით რუსეთში სადაც დედამ მუშაობა ნულიდან დაიწყო, რომ გადავრჩენილიყავით, შემდეგ უკან დავბრუნდით საქართველოში და ვცხოვრობდით რესპუბლიკური საავადმყოფოს პალატაში…
12 წლის უკვე ამერიკაში წავედით, ეს გარდატეხა იყო…სულ ვფიქრობ, აქ რომ დავრჩენილიყავი, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი თუ არა…“ – ამბობს ემიგრანტი.
ქართველი ემიგრანტის, ნათია გვაზავას ისტორია, რომელიც 12 წლიდან აშშ-ში გაიზარდა💭 "სულ ვფიქრობ, აქ რომ დავრჩენილიყავი, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი თუ არა…" | ქართველი ემიგრანტის, ნათია გვაზავას ისტორია, რომელიც 12 წლიდან აშშ-ში გაიზარდა
Posted by შენი დილა • Sheni Dila on შაბათი, 23 ნოემბერი, 2024