UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია, რომელიც საქართველოში იმყოფება, მეუღლესთან, ჯორჯინა უზკატეგუისთან ერთად თბილისის ძველ უბნებს ეწვია.
ილია თოფურიას თბილისური ტურის შესახებ ვიდეოებს სოციალურ ქსელში, გიდი, ალექსანდრე გიორგიძე აქვეყნებს:
„ესეც თბილისის ტური. ილია თოფურია ძალიან კარგი და უშუალო ადამიანია, კიდევ უფრო ამაღლდა ჩემს თვალში. ბევრი გამარჯვება საქართველოსთვის“, – წერს ალექსანდრე გიორგიძე.
ესეც თბილისის ტური Ilia Topuria 💪 ძალიან კარგი და უშუალო ადამიანია, კიდევ უფრო ამაღლდა ჩემ თვალში. ბევრი გამარჯვება…
Posted by Alexander Giorgidze on Wednesday, March 20, 2024
ილია თოფურიამ ლეღვთახევში, ბოქლომებიან ცნობილ ხიდთან საკუთარი და მეუღლის სახელებით კიდევ ერთი სამახსოვრო ბოქლომი დატოვა და გულშემატკივრებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
ცნობისათის, UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრის პირადი მოწვევით ჩამოვიდა. ილია თოფურია 21 მარტს, დინამო არენაზე, ერთა ლიგის ნახევარფინალში, საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, საჩემპიონო ქამარს წარადგენს, შემდეგ კი ეროვნულ გუნდს ტრიბუნებიდან უგულშემატკივრებს.
