ტელეწამყვანმა თაკო კორინთელმა და მისმა მეუღლემ ცნობილმა ექიმმა ლევან ნარეშელმა ქორწილი გადაიხადეს.
სიძე-პატარძალი ულამაზესად გამოიყურება და ლევან ნარეშელს შესანიშნავი ქართული ჩოხა აცვია.
შეგახსენებთ, რომ თაკო კორინთელი საზოგადოებამ „ჩემი ცოლის დაქალებში“ „ბარბარიკას“ როლით გაიცნო და შეიყვარა.
საგულისხმოა, რომ თაკომ და ლევანმა 2021 წელს შექმნეს ოჯახი, თუმცა საქორწილო წვეულება დღეს გადაიხადეს.