LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თამრიკო ჭოხონელიძე: „ჩემს კოლეგებს მივმართავ, სად ხართ? სად? სირცხვილია, თქვენ აქ უნდა იდგეთ. ღმერთმა გამღეროთ, თუ გემღერებათ…“

227
თამრიკო ჭოხონელიძე

თამრიკო ჭოხონელიძე „ტვ პირველის“ საშუალებით, კოლეგებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ახლა დუმილი სირცხვილია:

„ჩემი გულწრფელი თანადგომა და თანაგრძნობა მინდა გამოვუცხადო ზოგადად, მედიას და კონკრეტულად იმ ადამიანებს, ვინც ძალიან მედგრად იდგა და პირველ რიგში იცის, რისთვის დგას და რისთვის იბრძვის, ამას ჰქვია სიცოცხლის ფასად აქ დგომა. ჩვენ იდეის გარშემო ვტრიალებთ. ეს იდეა მნიშვნელოვანია, რომ არ დავკარგოთ საბოლოოდ თავისუფლება. მოვუწოდებდით, ვსაუბრობდით, იმ ადამიანებს განსაკუთრებით, ვინც დგას იქ, რასაც რუსეთის მოპატიჟება ჰქვია. ამდენი ხანი ვეუბნებოდით, რომ ეს რუსული პროგრამაა და რუსეთის ჩანაფიქრია.

იმ ბიჭებს, ვინც იქ იდგა ნიღბებით, მინდა ვუთხრა, ძალიან დიდ შეცდომაში შეგიყვანათ ხელისუფლებამ. ხვალ თვალებში უნდა ჩახედოთ ერთმანეთს. რომ მახსენდება ჩემი კლასელები, ბედნიერების და სიხარულის ცრემლები მომდის. ხომ გყავთ კლასელები, მეგობრები და უბნელები. ეს ის საქართველო არ იქნება, ერთმანეთი არ დახოცოთ… ეს არის ჩარევა, რომ პროვოკაცია მოაწყონ და თქვენ მოხვდეთ ამ პროვოცირების რგოლში…

სოლიდარობას გამოვუცხადებ პატიმრებს, რომლებიც უკანონოდ არიან დაპატიმრებულები… მოსამართლეებს მივმართავ, ისინდისეთ მართლა…

კარგად იცით, გაიფიცნენ მსახიობები, მუსიკოსები, რა დროს სიმღერის დროა. ნამდვილად მოვა საქართველოში კარგი ახალი წელი, ახლა ვინც დადგება და იზეიმებს, ერთხელ მაინც გაიხსენონ დასისხლიანებული და გაუბედურებული სახეები, რომლებიც ნაძვის ხეს მიაკრეს. ჩემს კოლეგებს მივმართავ, სად ხართ? სად? სირცხვილია, თქვენ აქ უნდა იდგეთ. ღმერთმა გამღეროთ, თუ გემღერებათ…“

ვიდეო: ნინო კირთაძე: „სრულ შოკშია მთელი ქართული ემიგრაცია… არ არის გასაკვირი ჩემთვის, რომ ერთ-ერთ სამიზნედ ამ რეჟიმმა ამოიღო ჩვეულებრივი ახალგაზრდები…“

„რომ ძალადობით ვერ შეაჩერებ თავისუფლების წყურვილს ქართველთა…რომ უტიფრობა მასვე ჩაძირავს, ვინც რუსთა ჭაობში ცდილობს კვლავ ჩვენს დაბრუნებას“ – ნიაზ დიასამიძე

ლანა ღოღობერიძე: „ყოველწუთიერად ვნანობ, რომ არ ვარ 70-ის ან თუნდაც 80-ის და ამიტომ ვერ ვდგავარ თქვენ გვერდით, განსაკუთრებით, იმ გრძელთმიანი ბიჭის გვერდით, რომელსაც ასფალტზე დავარდნილს, ის რობოკოპები თავში ფეხს ურტყამდნენ! ეს კადრი კიდევ ერთ სიმბოლოდ დარჩება ჩვენს სისხლიან ისტორიას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g