LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თამუნა მუსერიძე: „ვიპოვე ბიძა და მამიდები, ბაბუა… არ იციან, ვინ იყო ქალბატონი, ვისგანაც ბაბუაჩემმა გააჩინა ჩემი მშობელი…“

1378
თამუნა მუსერიძე

„შუადღის“ ეთერისთვის ნატა ასათიანმა ჩაწერა ინტერვიუ ჟურნალის თამუნა მუსერიძესთან, რომელიც „ბი-ბი-სიმ“ 2023 წლის 100 ყველა გავლენიან ქალს შორის დაასახელა. ამ ჩამონათვალში ის მოხვდა პროექტისთვის „ვეძებ“, რომლითაც უამრავ ადამიანს ბიოლოგიური მშობლები და შვილები აპოვნინა.

თამუნა მუსერიძე: 

„ჯგუფის „ვეძებ“ წინაპირობა იყო ინფორმაციის გაზიარება გაშვილებულ ბავშვებს შორის. სულ რამდენიმე თვეში გადავაწყდით ფაქტს, რომ ნათლული ამშობიარა და მას უთხრა, რომ შვილი გარდაეცვალა. ამ ქალს ჩვენ შვილი ვაპოვნინეთ. თავიდან მასშტაბს ვერ მივხვდით, არ გვჯეროდა, რომ ყველა სამშობიაროში ხდებოდა იგივე ფაქტები. მე ალალი ბიძა, მამიდები ვიპოვე, ბიძაშვილები, მამიდაშვილები და ბაბუა. ყველა მეკითხება, რანაირად შეიძლება, არ ვიცოდე, ვინ არიან ჩემი მშობლები. არ იციან, ვინ იყო ქალბატონი, ვისგანაც ბაბუაჩემმა გააჩინა ჩემი მშობელი. რვა წლის განმავლობაში ერთი დღეც არ ყოფილა, რომ მეფიქრა და ოდესმე ხელი ჩამექნია. ნათესავებზე ნაწყენი ვიყავი, რატომ არ მეუბნებოდნენ ჩემი ბიოლოგიური მშობლების შესახებ, მაგრამ ეს რომ მცოდნოდა, ამ საქმეს ხელს არ მოვკიდებდი და ბევრ ადამიანს ვერ დავეხმარებოდი…“

„რომ გავიღვიძე, ეს ამბავი დამხვდა.. საქართველო ამ ასეულში არასდროს ყოფილა, ჯერ ვერ ვხვდები, რა ხდება ჩემს თავს“ – როგორ აღმოაჩინა BBC-მ თამუნა მუსერიძე და რას ნიშნავს 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვედრა

თამუნა მუსერიძე პროექტისთვის „მე ვეძებ“ „ბი-ბი-სის“ 2023 წლის ქალთა ასეულში მოხვდა: „არ მჯერა, ამას რომ ვწერ… მიშელ ობამასთან ერთად აღმოვჩნდი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g