LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომ გავიღვიძე, ეს ამბავი დამხვდა.. საქართველო ამ ასეულში არასდროს ყოფილა, ჯერ ვერ ვხვდები, რა ხდება ჩემს თავს“ – როგორ აღმოაჩინა BBC-მ თამუნა მუსერიძე და რას ნიშნავს 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვედრა

466
376431195_3777449435824525_8188773531717055797_n

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, რომელმაც სოციალური პროექტი „ვეძებ“ შექმნა და მრავალ ადამიანს დაკარგული ოჯახის წევრი აპოვნინა, BBC-მ 2023 წლის 100 ინფლუენსერ ქალს შორის დაასახელა.

თამუნა მუსერიძე პროექტისთვის „მე ვეძებ“ „ბი-ბი-სის“ 2023 წლის ქალთა ასეულში მოხვდა: „არ მჯერა, ამას რომ ვწერ… მიშელ ობამასთან ერთად აღმოვჩნდი…“

უკვე მეათე წელია, რაც გავლენიანი გამოცემა აღნიშნულ ასეულს ასახელებს, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სიაში ქართველი ქალი მოხვდა. ჟურნალისტი BBC-ს რეიტინგში სწორედ პროექტის „ვეძებ“ განხორციელებისთვის დაასახელეს.

როგორ აღმოაჩინა BBC-მ თამუნა მუსერიძე, როგორი იყო ჟურნალისტის ემოციები ამბის გაგების შემდეგ და რას შეცვლის ასეულში მოხვედრა პროექტისთვის, თამუნა მუსერიძე შთაბეჭდილებებს „ფორტუნას“ უზიარებს:

როგორც თამუნა მუსერიძე გვიყვება, თავდაპირველად, BBC-ს ჯგუფმა პროექტის და მის შესახებ შეიტყო სხვადასხვა უცხოური საიტიდან, რომელიც საქართველოში, სამშობიაროდან მოპარული ბავშვების შესახებ წერდა, ამ ინფორმაციის აღმოჩენის შემდეგ კი, ჩვენი ქვეყნით დაინტერესდნენ.

„საქართველო ამ ასეულში არასდროს ყოფილა. საქართველოში განვითარებული მოვლენებით წელს „ბი-ბი-სი“ დაინტერესდა და ჩემზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, ასევე რამდენიმე მთავარ გმირზე – მათ შორის არიან ტყუპები, რომლებმაც ერთმანეთი „ტიკ-ტოკით“ იპოვეს და ორი ოჯახი, რომლებიც მოპარულ ბავშვებს ეძებდნენ.

ვიდეო: ტყუპი გოგონების შემაძრწუნებელი ამბები: „მამა ეჭვიანობდა დედაზე და ამის გამო გაგვაშვილეს… მანაც იცოდა ჩვენი გაშვილების შესახებ… დედა მორალურად განადგურდა ამ ამბის შემდეგ…“ 

ისინი მთელი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ სხვადასხვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ჟურნალისტებთან და იმ ქალბატონებთან დაკავშირებით, რომლებიც ქვეყნის წარმატებისთვის გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ.

მოგვიანებით, „ბი-ბი-სი“-ს სხვა წარმომადგენლები დამიკავშირდნენ  და მითხრეს, რომ ფოტოები და საკუთარი თავის შესახებ მოკლე ინფორმაცია გამეგზავნა.

თავდაპირველად დადასტურებული ინფორმაცია, რომ ამ სიაში მოვხვდი, არ მქონდა. რამდენიმე დღის წინ კი მითხრეს, რომ საუბარი ჩემზე იყო.

მითხრეს, რომ სია ღამის 4 საათზე დაიდებოდა და ყურადღება მიმექცია, თუმცა დადასტურებულად არ უთქვამთ, რომ ამ სიაში მე ვიქნებოდი. სია ღამის 4 საათზე არ დადებულა, რადგან „ბი-ბი-სი“-მ ასეული პირდაპირ ეთერში წარადგინა, მე კი არ ვიცოდი და 5 საათზე დავიძინე. როდესაც გავიღვიძე, ეს ამბავი დამხვდა“, – გვიყვება თამუნა მუსერიძე.

მისი თქმითვე, აღნიშნული სიის გამოქვეყნების შემდეგ, BBC ეტაპობრივად იწყებს მასში მოხვედრილი თითოეული ქალის სოციალური ქსელის [ფეისბუკი, ინსტაგრამი] გამოქვეყნებას, მონიშვნას და მათი იდეების პოპულარიზაციას:

„ერთიან სიაში რიგითობას მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა სიაში სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეჯგუფში არიან გაწევრიანებული.

მომდევნო ეტაპზე, ვიდეოები გავრცელდება, საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან რას ითხოვენ ეს ქალები და სხვადასხვა საიტზე გაზიარდება. ეს პატარა ვიდეოები დეტალურად აღწერს, რისთვის იღვწიან ასეულში შესული ქალები და რისი მიღწევა სურთ. ჩემს შემთხვევაში, ვფიქრობ, ვიდეო მომზადდება იმ დოკუმენტური ფილმიდან, რომელიც ჩემზე გადაიღეს.

მირეკავენ, მეუბნებიან: „ძალიან მაგარი ამბავია მუსერ“, თუმცა ჯერ ვერ ვხვდები, რა ხდება ჩემს თავს.

ჯერ კარგად ვერ ვაანალიზებ, რასთან მაქვს საქმე, მე ვარ პირველი ქართველი ქალი, რომელიც ამ ასეულში აღმოჩნდა… წარმოიდგინეთ, ამდენი მილიარდი ადამიანიდან აარჩიეს 100 ქალი და ამ 100 ქალში მე – მიშელ ობამასთან ერთად მოვხვდი. წარმოუდგენელი ემოციები მაქვს.

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რატომ დაინტერესდნენ საქართველოში განვითარებული მოვლენებით და ქართველი ქალით“, – აღნიშნავს ჟურნალისტი.

როგორც თამუნა მუსერიძე ამბობს, BBC-ს რეიტინგში მოხვედრა ჯგუფისთვის „ვეძებ“ ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, მოტივაციის მიმცემი, რათა ბავშვების გაშვილების საკითხთან დაკავშირებით, კანონდებლობის კუთხით, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას:

„ძალიან კარგია საერთაშორისო აღიარება. როდესაც ჟურნალისტიკაზე ვაბარებდი, ალბათ, ამაზე ვერც ვიოცნებებდი, მაგრამ გულდასაწყვეტია ის ფაქტია, რომ საქართველოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება – საქმეები, რომლებიც გამოსაძიებელია, ისევ ჰაერშია და არავინ იძიებს. ბავშვები იბრძვიან, რომ კანონი შეცვალონ, რათა საკუთარ თავზე ინფორმაცია მიიღონ, ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს, ამისთვის ვიბრძვი მე.

ვფიქრობ, ეს დასახელება ზედა ეშელონისთვის გარკვეულწილად მოტივაცია იქნება, რომ რადგან საქართველოში განვითარებული მოვლენებით სხვა ქვეყნებიც დაინტერესდნენ და რადგან ჩვენ გვინდა ევროპა, კანონმდებლობას შევცვლით და ამას ისე მოვარგებთ ხალხს, როგორც ევროპის ქვეყნებშია.

ჩვენი ჯგუფისთვის ამ სიაში მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ მთავრობა კანონმდებლობას შეცვლის, უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

მადლობა „ბი-ბი-სი“-ს ქართველ წარმომადგენლებს, რომლებიც ჩემთან ერთად დაუღალავად შრომობდნენ, ჟურნალისტ ნინო შონიას, რომელიც ამ ამბის მომზადებას გადაჰყვა, მადლობა ყველა იმ ქალბატონს, ვინც ჩემთან ერთად იბრძოდა და თავიდანვე დაიჯერა, რომ ეს [გაშვილება] მართლაც ხდებოდა, მადლობა ჩემს გოგოებს, რომლებიც, აგერ უკვე მესამე წელია ჩემთან ერთად იბრძვიან“, – ამბობს თამუნა მუსერიძე „ფორტუნასთან“.

პროექტის „ვეძებ“ ფარგლებში, მრავალი წლის შემდეგ, დაკარგული ოჯახების დაბრუნების ისტორიებს ვრცლად გაეცნობით აქ:

37 წლის შემდეგ ნაპოვნი ოჯახი – პროექტმა “ვეძებ” ბავშვთა სახლში გაშვილებულ სამ და-ძმას ერთმანეთი აპოვნინა

ვიდეო: „შეხვედრა 27 წლის შემდეგ, გენეტიკური ტესტით ნაპოვნი ბედნიერება“ – დედა-შვილის შეხვედრის ემოციური კადრები 

“დედას უთხრეს, რომ ჩვილი გარდაიცვალა, აღმზრდელ მშობლებს კი რამდენიმე ბავშვიდან არჩევა შესთავაზეს, ბიჭის ფასი 1 500 მანეთი იყო“ – 40 წლის შემდეგ, როგორ იპოვა დედა-შვილმა ერთმანეთი

თამუნა მუსერიძე: „ველოდები, როცა ჩემს ხაზთან დაკავშირებული ყველა ნათესავი გაიკეთებს გენეტიკურ ტესტს, შემდეგ შეიძლება გაირკვეს ჩემი დედის ვინაობაც… “ 

ვიდეო: „დაგვიკავშირდა თქვენი ძმა, რომელიც ახლა მოდის კახეთიდან…“ – 37 წლის მერე ნაპოვნი ბიოლოგიური ოჯახი

ვიდეო: „29 წლის შემდეგ ახდენილი ოცნება“- ზესტაფონის სამშობიაროდან მოპარულმა ბიჭმა მშობლები იპოვა

ვიდეო: “კიდევ ერთი გარდაცვლილად გამოცხადებული ბავშვი ვიპოვეთ” – თამუნა მუსერიძე ემოციური ვიდეოს გვიზიარებს

თამუნა მუსერიძე: „დაზუსტებით ვიცით, რომ არც ერთ სასაფლაოზე ბავშვების დასაკრძალი ადგილი არ ყოფილა… ვივლი იქამდე, სანამ არ გავიგებთ, სად წაიყვანეს ბავშვები…“

45-წლიანი განშორების შემდეგ და-ძმამ ერთმანეთი იპოვა…ამ უმაგრესი ამბით მარიამობას გილოცავთ – თამუნა მუსერიძე სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები