ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ და მისმა ორგანიზაციამ, რომელიც საქართველოში გაყიდული ბავშვების საქმეს იძიებს, შსს-ს გარკვეული მასალა მიაწოდა სამშობიაროდან ჩვილების გაყიდვის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით და საქმეც აღძრულია.
როგორც თამუნა მუსერიძე ახლახან გამოქვეყნებულ პოსტში წერს, დაზუსტებით იციან, რომ არც ერთი სამშობიარო თავად არ კრძალავდა გარდაცვლილ ბავშვებს და არც სხვა ადგილი იყო ამისთვის გამოყოფილი:
„ისევ მოვედი.
როგორც უკვე იცით, ჩვენ გამოვკითხეთ ყველა სამშობიაროს თანამშრომელი და სასაფლაოების წარმომადგენლები. დაზუსტებით ვიცით, რომ არც ერთი სამშობიარო ბავშვებს არ კრძალავდა და არც ერთ სასაფლაოზე ბავშვების დასაკრძალი ადგილი არ ყოფილა.
ასე რომ ვივლი იქამდე, სანამ არ გავიგებთ, სად წაიყვანეს ბავშვები“.