სოციალურ პლატფორმა ტიკ-ტოკზე „ღამის შოუს“ ბენდის წევრის, თათა გიორგობიანისა და გადაცემა „ღამის შოუს“ შემადგენლობის მონაწილეობით ახალი ვიდეო ვრცელდება. ისინი ასრულებენ სიმღერას „რომ წაგიყვანო, სად წაგიყვანო“. აღსანიშნავია, რომ ვიდეო გადაღებულია თათა გიორგობიანის რჩეულის, კონსტანტინე მოსიძის სახლშია გადაღებული, მან თათას ხელი ცოტა ხნის წინ გრანდიოზულად, გადაცემის ჩაწერის დროს სთხოვა.
ვიდეო: თათა გიორგობიანს „ღამის შოუს“ ჩაწერისას ხელი სთხოვეს
ვიდეოს აღწერაში კი ვკითხულობთ: „თათას ახალ ოჯახში“.
მეგობრულ გარემოში შესრულებულ სიმღერას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმიანება:
„ამ გოგოს ყველაფერი საუკეთესო ეკუთვნის“, „იხარე საოცარო გოგო შენს ლამაზ ოჯახში“ – წერენ კომენტარებში.
ვიდეო: „ვტირი“ – თათა გიორგობიანს რჩეულმა მანქანა აჩუქა
