თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომზე ახალი სამიმოსვლო ბილიკის (G) მოწყობა დასკვნით ფაზაშია. ინფორმაციასა და ვიდეომასალას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, დამატებითი სამიმოსვლო ბილიკის საშულებით ასაფრენ დასაფრენი ზოლის გამტარუნარიანობა გაიზრდება. ჯამში აეროპორტს ექვსი სამიმოსვლო/სამანევრო ბილიკი ექნება.
აღნიშნულ პროექტში “ტავ ჯორჯია” 2,5 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
