თბილისში, კაიროს ქუჩაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი პლასტმასის საამქროს გაუჩნდა.
ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს და მიმდინარეობს დამატებითი ძალების მობილიზებაც.
დამატებითი დეტალების გარკვევას „ფორტუნა“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ცდილობს.