LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თეატრია, სპექტაკლია… ხომ არ შეიძლება ასე გაწირო ადამიანი? ჩემს უკან დგას ჩემი მეუღლე, ორი შვილი, ნუ დაწერ ამ საშინელ სიტყვებს“ – ეკა მჟავანაძე

2011
ეკა მჟავანაძე

გადაცემის „ნიკოლოზის კითხვები“ მორიგი ეპიზოდის სტუმარი, მსახიობი ეკა მჟავანაძე იქნება. როგორც გადაცემის ანონსიდან ირკვევა, ეკა მჟავანაძე საკუთარ პროფესიასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ისაუბრებს.

ამავე ანონსში მსახიობი საუბრობს მის პერსონაჟზე სპექტაკლიდან „ქალები“ და იმ არაერთგვაროვან შეფასებებზე, რომლებიც სწორედ ამ პერსონაჟის ცეკვამ გამოიწვია.

ვიდეო: „შეუდარებელია“ – ეკა მჟავანაძის შესრულებულმა ცეკვამ სპექტაკლში „ქალები“ მაყურებელი აღაფრთოვანა

„თეატრია, სპექტაკლია… ხომ არ შეიძლება ასე გაწირო ადამიანი? ჩემს უკან დგას ჩემი მეუღლე, ორი შვილი, ნუ დაწერ ამ საშინელ სიტყვებს“, – ამბობს ეკა მჟავანაძე.

„ვგიჟდები ამ ქალზე. ან როგორი არტისტია, ან როგორი მოქალაქეა, ან რა ადამიანია, ან რა პროფესიონალია“ – დათო ლიკლიკაძე ეკა მჟავანაძეს

ეკა მჟავანაძე მისი ცხოვრები ერთ ერთ მძიმე პერიოდსაც იხსენებს:

„მე და მამა მარტო ვიყავით, როდესაც გარდაიცვალა, ხელი მომკიდა და მითხრა, არ იტიროო“.

თეატრის სცენაზე 8 წლის ასაკში დადგა ფეხი და მას შემდეგ სხვა პროფესიის არჩევაზე არ უფიქრია 💫 ეკა მჟავანაძე, ბოლო პერიოდში, ყურადღების ცენტრში სპექტაკლიდან “ქალები” მისი პერსონაჟის შესრულებული ცეკვით აღმოჩნდა და მსახიობზე ამ არაჯანსაღმა კრიტიკამ მტკივნეულად იმოქმედა. “ნიკოლოზის კითხვებში” ეკა მჟავანაძე მის ცხოვრებისეულ გამოცდილებას გულწრფელად გაგვიზიარებს 🤍 დაგველოდეთ, ოთხშაბათს, 5 ივნისს Tvc-ზე 🫶🏻 გამოგვყევით ინსტაგრამზე – https://www.instagram.com/nikaloz_khachidze?igsh=eWdnMDhvZzV0b2hh&utm_source=qr ❣️

Posted by ნიკოლოზის კითხვები on ოთხშაბათი, 29 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g