LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Tesla Model Y და Volkswagen ID.6 ერთმანეთს პირდაპირ დააჯახეს

55
telswlksvgn

ჩინურ Youtube არხზე Car crash test უჩვეულო ვიდეო ჩანაწერი გამოაქვეყნეს. კრაშ–ტესტის ფარგლებში Tesla Model Y და Volkswagen ID.6 Crozz ერთმანეთს დააჯახეს და ამით მათი გამძლეობა შეამოწმეს. დაჯახების შედეგად ორივე მოდელმა სერიოზული დაზიანებები მიიღო, თუმცა გერმანული ელექტროქარი ამერიკულზე ცოტათი უკეთესი აღმოჩნდა.

დაუნდობელი ტესტის ჩასატარებლად სპეციალისტებმა Tesla Model Y და Volkswagen ID.6 Crozz 64 კმ/სთ–მდე ააჩქარეს და ერთმანეთის პირისპირ გაუშვეს. დაჯახების შემდეგ ორივე ელექტროქარმა სერიოზული დაზიანებები მიიღო, ამოქმედდა უსაფრთხოების ბალიშებიც თუმცა ამ ფაქტმა მანეკენები ვერ იხსნა და ისინი კარებსა და სავარძელს ძალიან ცუდად დაეჯახნენ. ამასთან, ელექტრომობილების სალონები თითქმის უვნებლად გადარჩა.

ექსპერტებმა მოდელები აალებისგან იხსნეს, თუმცა დაჯახების შედეგად Tesla Model Y–ს კარი მომენტალურად დაიბლოკა. გარდა ამისა, კროსოვერს ელემენტიც ძალიან დაუზიანდა. Crozz–ის ელემენტი გადარჩა, რადგან ბევრად ნაკლები დარტყმა მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები