ლევან წულაძის ქალიშვილი, ქორეოგრაფი თინათინ წულაძე 2 აპრილს იუბილარია.
ამ აღსანიშნავ დღეს ის გიგი დედალამაზიშვილისა და მარინა კარპის დაბადების დღის ცენტრს სტუმრობდა, სადაც ასევე აღნიშნავდნენ თავად გიგის დაბადების დღეს.
რასაკვირველია, წვეულებას თან ახლდა ბევრი სიფერადე, მხიარულება და იუბილარის ცეკვები მეგობრებთან ერთად.
გიგი დედალამაზიშვილმა მეგობარს დაბადების დღის სიმღერა სცენიდან უმღერა, ხოლო თინათინმა ტორტი ჩააქრო.

