ამერიკული ფეხბურთის 48 წლის ვარსკვლავმა, ტომ ბრედიმ ახალი წელი კარიბის ზღვის კუნძულ სენ-ბარტსზე, TikTok-ის ვარსკვლავისა და მოდელის, 25 წლის ალიქს ეარლის გარემოცვაში აღნიშნა. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ სპორტსმენი და ტოპ-მოდელი, ირინა შიკი კვლავ ერთად იყვნენ.
გამოცემა People-ის ცნობით, ბრედი და ეარლი ერთ-ერთ ადგილობრივ ღამის კლუბში ერთად შენიშნეს. თვითმხილველების თქმით, ისინი ერთად ცეკვავდნენ, ეხუტებოდნენ ერთმანეთს და შესანიშნავად ერთობოდნენ.
თავად 39 წლის ირინა შეიკმა კი ახალი წელი ქალიშვილ ლეასთან და ოჯახის წევრებთან ერთად სახლში გაატარა.
ირინა შეიკი და ტომ ბრედი კვლავ ერთად არიან – ახალი დეტალები წყვილის მხურვალე რომანის შესახებ





