წელს საქართველოს „ევროვიზიის“ მასშტაბურ კონკურსზე თორნიკე ყიფიანი წარადგენს, ბალადით You. თორნიკე უკვე „სტუმრობდა „აჰოი არენას“ და პირველი რეპეტიციაც გამართა. „პირველი არხის“ ცნობით, მის გამოსვლას დადებითი შეფასებები მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ორივე რეპეტიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მას ჟიურის წევრები მთავარ გამოსვლამდე აკვირდებიან ხოლმე.
თორნიკე ყიფიანი 20 მაისს, „ევროვიზიაზე“, მეათე ნომრად იმღერებს. 22 მაისს კი ფინალი გაიმართება. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა ქართველი შემსრულებელი ფინალურ ტურში გადანაცვლებას.