ბიზნესმენ ბუბა ქებურიას უფროსი ვაჟის, თორნიკე ქებურიას მეუღლე, ქეთი ჟღენტი იუბილარია.
მოდელი 25 წლის გახდა.
ქეთი უკვე სამი შვილის დედაა, თუმცა არაჩვეულებრივ ფორმაშია. თორნიკესა და ქეთის წყვილი კი საზოგადოების მუდმივ ინტერესს იმსახურებს.
თოშა და ქეთი ერთად უკვე რამდენიმე წელია, არიან და თავიანთი ცხოვრების საინტერესო მომენტებს სიამოვნებით უზიარებენ „ინსტაგრამის“ გამომწერებს, მათგან კი დადებით ემოციებს იმსახურებენ.
მოდელ ქეთი ჟღენტზე თოშამ 2017 წელს იქორწინა. ქებურიების ოჯახი მრავალმილიონიან ქონებას ფლობს, მათ შორის გახლავთ „ამბასადორის“ სასტუმროების ქსელი.