LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Toyota Camry შუა ქუჩაში გადაადგილების დროს მოულოდნელად აფეთქდა, თან არაერთხელ

45
camryfirenews

ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც სედანი Toyota Camry ჩინეთის ქუჩაში გადაადგილების დროს ფეთქდება. როგორც კადრებში ჩანს, პირველი აფეთქდება ერთადერთი არ იყო და ავტომობილი მეორედაც აფეთქდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, Camry–ს მძღოლი არ დაზიანებულა, რადგან სალონის დატოვება პირველივე აფეთქების შემდეგ მოასწრო. Youtube–არხზე, სადაც ვიდეო გავრცელდა ირწმუნებიან, რომ ავტომობილი გაზზე მუშაობდა, თუმცა Toyota Camry Classical ჩინეთის ბაზარზე ტრადიციული 2,0 ან 2,4 ლიტრის მოცულობის ძრავით იყიდება.

ასე რომ, თუკი იქ გაზი იყო, ის მფლობელმა თვითნებურად დაამონტაჟა, თანაც არც თუ ისე კარგად, რასაც შეეძლო კიდეც რამდენიმე აფეთქების გამოწვევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები