LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თქვენ მე ძალიან დიდი სიამაყის გრძნობა გამიჩინეთ…აფერუმ თქვენ და თქვენს მშობლებს“ – თამრიკო ჭოხონელიძის მიმართვა დაკავებულ აქტივისტებს

255
2025-03-07_01-52-23_749297

თქვენ მე ძალიან დიდი სიამაყის გრძნობა გამიჩინეთ, – მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე გადაცემა „რეაქციაში“ დაკავებულ აქტივისტებს მიმართავს.

მისივე თქმით, მათ მშობლებს ასეთი შვილების გაზრდისთვის მადლობა ეკუთვნით.

„თქვენ მე ძალიან დიდი სიამაყის გრძნობა გამიჩინეთ, დაგლოცავთ ერთ-ერთი დედა, მინდა, რომ ძალიან ამაყები იყოთ, რადგან თქვენ გაქვთ ამის საფუძველი. ჩვენ ვართ თქვენზე მლოცველები და ყველაფერი კარგად იქნება, რადგან თქვენ იმდენად სამართლიან და ისეთ გზაზე დგახართ, რასაც თქვენი ქვეყნის გადარჩენა ჰქვია. აფერუმ თქვენ და თქვენს მშობლებს, თქვენი გაზრდისთვის.

რომ მოვდიოდი, ვფიქრობდი, არაფერს ვიტყვი „ოცნების“ მომხრეებზე, რომლებიც ამ საქციელებს ამართლებს და ამ საოცარ ადამიანებს ამტყუნებს, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, ეს რანაირად შეუძლიათ.

ამ ბიჭებს თურმე როგორ სცოდნიათ საქართველოს ისტორია, თურმე, ჩვენ რომ გვეგონა, რომ არაფერს აკეთებდნენ, როგორც სცოდნიათ და როგორ შეიყვარეს. ცრემლებამდე მივდივარ“, – ამბობს ჭოხონელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g