კვარტეტი „ოთხი“-ს წევრები ნიკოლოზ ხარატი, ვაჩე ღვინიაშვილი, ოთო ბაზერაშვილი და გეგა შონია მეგობრის, „რანინას“ ფინალისტის სანდრო გურგენაძის დედის დასახმარებლად ერთიანდებიან. ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ გვერდში დაუდგენენ ოჯახს, რომლის ერთ-ერთ წევრს მძიმე სენთან უწევს ბრძოლა.
„ჩვენი მეგობრის, „რანინას“ ფინალისტის სანდრო გურგენაძის დედას სჭირდება ჩვენი დახმარება. მას დაუდგინდა სიმსივნე და ამიტომ, სასწრაფოდ უნდა გაემგზავროს თურქეთში გამოკვლევებისთვის და მკურნალობის დასაგეგმად.
მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. მოგმართავთ დიდი თხოვნით, გვერდში დავუდგეთ სანდროს და დავეხმაროთ დედის გამოჯანმრთელებაში.
თქვენი იმედი გვაქვს! ყველა ერთად გავერთიანდეთ სანდროს დედის გადასარჩენად.
გთხოვთ, დავუდგეთ გვერდში და გადავარჩინოთ სანდროს დედა“, – აცხადებენ კვარტეტი „ოთხი“-ს წევრები.
ცნობისათვის, 31 წლის ეკა გეფერიძეს, რომელსაც ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი სასწრაფოდ სჭირდება თურქეთში გამგზავრება, გამოკვლევებისა და მკურნალობის დაგეგმვისთვის, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა ფინანსურად გაუმკლავდეს ამ ყველაფერს, ამიტომ გთხოვთ, ჩვენთან ერთად დაეხმაროთ ჩვენი სანდროს ოჯახს დედის გამოჯანმრთელებაში.
საქართველოს ბანკი:
#GE06BG0000000602585169
თიბისი ბანკი:
#GE78TB7912045068100056
მიმღები: ეკა გეფერიძე