მომღერალი ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე ბრაზილიელ ინფლუენსერს ჯესიკა კაიანს მაღალმთიან აჭარაში, კურორტ გოდერძიზე მასპინძლობენ.
ჯესიკა კაიენი „ინსტაგრამზე“ ფოტოებს და ვიდეოებს გვიზიარებს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჯესიკა ბერასთან და ნანუკასთან ერთად დროს ბედნიერად ატარებს.
ერთ-ერთ ვიდეოზე ჯესიკა წერს: „ეს ვიდეო ალბათ გახსენებთ რომელიმე ფილმს?! საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ნამდვილად მომხიბლა! საკვები (ხაჭაპური, ხინკალი, ქაბაბი), თბილი მასპინძლობა, საოცარი ლანდშაფტები… ძალიან მადლობელი ვარ, რომ გავიცანი ეს უნიკალური ქვეყანა! ბერა და ნანუკა, თქვენ დიდი სიყვარული და მადლიერება! თქვენი ქვეყნის და თქვენი გაცნობა ჩემი ცხოვრების უდიდესი საჩუქარი იყო!“.
ახალგაზრდა ბრაზილიელი მსახიობი და კონტენტ-კრეატორი, ცნობილი გახდა თავისი ენერგიული და ხალისიანი ვიდეოებით სოციალურ ქსელებში.
Farofa da Gkay – ასე ჰქვია მის მიერ ორგანიზებული წვეულებას, რომელიც ბრაზილიაში შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა.
ჯესიკა მონაწილეობდა ბრაზილიურ კომედიურ ფილმებსა და სერიალებში. ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინფლუენსერია ბრაზილიაში, რომელსაც Instagram-ზე 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.