„ახალი ისმღერა! მოუსმინეთ და გაგვიზიარეთ ემოციები“, – წერს გიორგი შოშიტაშვილი და მსმენელს „ქსოვრელების“ და პაატა გულიაშვილის ახალ სიმღერას „სიცოცხლეს გაუმარჯოს“ უზიარებს.
ახალი სიმღერის ტექსტის ავტორი ქეთი ხუციშვილი გახლავთ, არანჟირება კი ზაზა გოჩიტაშვილს ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ სიმღერას მსმენელის დიდი გამოხმაურება და მოწონება მოჰყვა. „საუკეთესოები ხართ“, „თქვენი სიმღერები ყველას გულს უხარებს“, „ფენომენი ხალხი ხართ“, – წერენ კომენტარებში
ცნობისთვის, აღნიშნული სიმღერა პაატა გულიაშვილის და „ქსოვრელების“ პირველი ერთობლივი ნამუშევარი არ არის და მათი ნამუშევარი „ძმობის სიმღერა“ უკვე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.