LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თსუ-ის საგამოცდო ცენტრში ხმაური იყო – რა ვითარებაა ადგილზე

162
თსუ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში ხმაური იყო. აღნიშნულ სივრცეში სტუდენტების ნაწილი და დაცვის თანამშრომლები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც უნივერსიტეტის დაცვა „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ მიერ დაკავებულ სივრცეში შევიდა.

„მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრებმა აღნიშნული სივრცე 22 იანვარს, პროტესტის ნიშნად დაიკავეს.

როგორც „ფორტუნას“ თსუ-ს პრესსამსახურში განუცხადეს, სივრცეში თავდაპირველად 3-4 სტუდენტი შევიდა, რომელთაც დაცვა შეჰყვა.

„ამ ეტაპზე მშვიდი სიტუაციაა, მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი და და თითქმის სრული დასწრებაა“, – უთხრეს „ფორტუნას“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურში.

ცნობისათვის, „მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ“ თსუ-ის საგამოცდო სივრცე გუშინ დაიკავა. მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, იქ დგომის მიზეზი არის, რომ „შეუძლებელია ისწავლონ, მანამ, ვიდრე მათი თანატოლები ციხეში არიან, ვიდრე საცხოვრებელი არ გააჩნიათ, ვიდრე არ აქვთ საკმარისი სტიპენდია და სხვა მატერიალური პირობები“.

🔻 ხმაური თსუ-ის საგამოცდო ცენტრში

🔻 ხმაური თსუ-ის საგამოცდო ცენტრში | უნივერსიტეტის დაცვამ და კერძო დაცვის თანამშრომლებმა სტუდენტების მიერ დაკავებულ სივრცეში ძალის გამოყენებით შეაღწიეს 📍 მაისის სტუდენტური მოძრაობის წევრებმა სივრცე გუშინ საღამოს, პროტესტის ნიშნად დაიკავეს ვიდეო: Mariam Zakalashvili

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ოთხშაბათი, 22 იანვარი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g