LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თუ ადამიანი არ იარსებებს, არც მამულს აქვს ფასი, არც ენას და არც სარწმუნოებას“ – დმანისის ეპისკოპოსი ზენონი

253
დმანისის ეპისკოპოსი ზენონი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დმანისის ეპისკოპოსი ზენონი იმყოფებოდა, რომელიც აცხადებს, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დარბევა არ შეიძლება.

როგორც მან „ბათუმელებთან“ ინტერვიუში აღნიშნა, „თუ ადამიანი არ იარსებებს, არც მამულს აქვს ფასი, არც ენას და არც სარწმუნოებას“.

პარლამენტთან პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა – ვითარება დაძაბულია

„ხელისუფლებას ვთხოვდი, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ.. ადამიანი თუ არ იარსებებს, არც მამულს აქვს ფასი, არც ენას და არც სარწმუნოებას. მთავარი ფასეულობაა ადამიანი, პიროვნება.

მიუღებელია აქციის დარბევა, ამიტომ მოვედი აქ, რომ დაარბიეს. მშვიდობიანი მოსახლეობაა, არ შეიძლება..

მე შევარდნაძის დროიდან მაქვს გამოცდილება სახელმწიფოსთან ურთიერთობის. 5 წელი ვხელმძღვანელობდი სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის სამართლებრივ დარეგულირებას“, – განუცხადა „ბათუმელებს“ მეუფე ზენონმა.