თუკი სადმე დღეს ევროპული ფასეულობები არის ცოცხალი, აი აქ არის, რუსთაველის გამზირზე, – აღნიშნულის შესახებ პაატა ციკოლიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ინერცია, რომელსაც დღეს აქ ვხედავთ, შეუჩერებელია და უკვე აგორებულია.
„ყოველი დღე წინას სჯობს და გვაჩვენებს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთს მხარში ამოვუდექით. სულერთია რა სახელს დავარქმევთ, მთავარია რომ ერთობა გვქონდეს. თუკი სადმე დღეს ევროპული ფასეულობები არის ცოცხალი, აი აქ არის, რუსთაველის გამზირზე. ეს ინერცია, რომელსაც დღეს აქ ვხედავთ, შეუჩერებელია და უკვე აგორებულია“, – ამბობს პაატა ციკოლია.