შოვის ტრაგედიას გადარჩენილი დავით ჯელაძე, რომელიც ყველას კარგად ახსოვს, როგორი თავგანწირვით ამოჰყავდა სტიქიის ზონიდან ბავშვი მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ საბედისწერო დღეს ვერტმფრენს დააგვიანდა.
მისი თქმით, თურმე სტიქიაში 1 წამი 1 საუკუნეს უდრის.
„3 საათზე მოხდა ეს ყველაფერი და ვერტმფრენი დაბინდებისას 7-8 საათზე გამოჩნდა. თურმე სტიქიაში 1 წამი 1 საუკუნეს უდრის“, – ამბობს დავით ჯელაძე.
ცნობისთვის, შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. გასული წლის 3 აგვისტოს ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 32-ის ცხედარია ნაპოვნი.