LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თვალებში რომ ჩახედავ და გულამდე ჩახვალ, აი, იქ დაინახავ ლამაზ სულს და ამ სულს რომ შეეხები, ვეღარ გაუშვებ“ – რუსუდან და მამუკა ჩაჩხიანების საოცარი სიყვარულის ისტორია

147
Untitled design (3)

მამუკა და რუსუდან ჩაჩხიანები საზოგადოებამ მათი საოცარი სიყვარულის ისტორიით გაიცნო.

“ყველას წინააღმდეგ წავედით, ვერავინ გაბედა იმის თქმა, რაც მე გავბედე… რუსიკო ხელში აყვანილი დამყავს ამ ცხოვრებაში, იმ ცხოვრებაში ეს დამეხმარება მე”- ლეჩხუმელი წყვილის 22 წლიანი სიყვარულის საოცარი ისტორია

წყვილმა მათი შეხვედრის, 14-წლიანი განშორებისა და კვლავ შეხვედრის ეპიზოდები კიდევ ერთხელ, „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ მაყურებლისთვის გაიხსენა:

„ნახვიდან სამი დღის შემდეგ ცოლობა მთხოვა. უარი ვუთხარი, გერმანიაში წავიდა, მოიარა ევროპა, 14 წლის შემდეგ დაბრუბდა და ისევ მე დამირეკა. ცხოვრება ჩემი 14 ლარის პენსიით და მამუკას 20 ლარის ხელფასით დავიწყეთ“, – აღნიშნავს რუსუდანი.

„ამ ცხოვრებაში რომ მოდიხარ, სიყვარული თუ არ დაიჯერე, მაშინ რა აზრი აქვს ცხოვრებას?

იმდენად მიყვარდა მისი ნომერი, გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ტელეფონს რომ დავხედე, ინსტინქტურად, ხელის მოქმედებით ავკრიფე და 14 წლის შემდეგ დავურეკე და მისი ხმა გავიგონე..

მთავარი იყო ის სიმყუდროვე, ურთიერთობა და სიყვარული, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა.

თვალებში რომ ჩახვედავ და გულამდე ჩახვალ, იქ დაინახავ ლამაზ სულს, მას რომ შეეხები, ის რომ მოგეწონება, გარდაუვალია, იმას ხელს ვეღარ გაუშვებ, რუსოსთან ურთიერთობა არის ყოველდღე სიყვარული“, – ამბობს მამუკა ჩაჩხიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები