LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თვითიზოლაციაში ნამდვილ დიასახლისად ვგრძნობ თავს“ – კრისი ტაიგენი და ჯონ ლეჯენდი „ელენის შოუში“

104
5ddee1b879d75702421d16d7

ყველა შოუს მსგავსად, ელენ დეჯენერესის შოუც ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. ტელეწამყვანი ყოველ ორშაბათს, ლოს-ანჯელესში მდებარე  საკუთარი სახლიდან, სხვადასხვა ცნობილ ადამიანს ონლაინ ერთვება.

გადაცემის წინა ეპიზოდის სტუმრები ჯონ ლეჯენდი და მისი მეუღლე, კრისი ტაიგენი იყვნენ. 34 წლის სუპერმოდელმა საზოგადოებას გაუზიარა, თუ როგორ ატარებს თვითიზოლაციის პერიოდს და აღნიშნა, რომ მისი მეულე, მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფობელი ჯონ ლეჯენდი ონლაინ რეჟიმში, აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით უამრავ ონლაინ შეხვედრას ატარებს.

მან ასევე განაცხადა, რომ თვითიზოლაციაში ნამდვილ დისახლისად იქცა.

„ახლა თავს ნამდვილ დიასახლისად ვგრძნობ, მაკიაჟის გასაკეთებლად 3 საათი დავხარჯე“ – განაცხადა კრისტიმ.

აღსანიშნავია, რომ მოდელს აბრეშუმის, კიმონოს დიზაინის ხალათი ეცვა, რომლის ფასიც 890 ევროა.

https://www.instagram.com/p/B-niOvnj3pw/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები