LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით და დღემდე ასე ვართ“ – რას ჰყვება თათა კენჭიაშვილი ძმაზე, დათო კენჭიაშვილზე „იმედის“ ეთერში

246
2025-06-20_01-20-30_532317

მომღერალი დათო კენჭიაშვილი დასთან, თათა კენჭიაშვილთან ერთად გადაცემა „სხვა რაკურსის“ სტუმარი იყო.

თათამ თავისი ძმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საკმაოდ ცელქი ბავშვი იყო.

„ძალიან კარგი და მშვიდი ბავშვობა გვქონდა, ზოგჯერ აქტიურიც. დათო საკმაოდ ცელქი ბავშვი იყო, დედა ვერასდროს აჩერებდა. გარეთ თუ გავიდოდა სახლში არ ვიცით როდის ბრუნდებოდა. იყო სულ ამაზე საუბარი დათო სად არის. სულ დედას ხმა ისმოდა და მეზობლებს ეკითხებოდა დათო ჰო არ გინახავთო. მე ვიყავი ამ ყველაფრისგან ძალიან დაღლილი. არ მჩაგრავდა და უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით.

დღემდე ასე ვართ. არ არსებობს დღე საათი არ მივწეროთ ან არ ვნახოთ ერთმანეთი. თუ რა თმა უნდა საზღვრებს გარეთ არ ვართ, მაგრამ სულ ვცდილობთ ერთად წავიდეთ ყველგან. ასაკთან ერთად უფრო მეტად ვუფრთხილდები ამ ყველაფერს. დედის როლიც დიდია, როგორ აღზრდი, რადგან არაფერი უნდა იყოფოდეს და მეტი არც ერთს უნდა შეხვდეს. ერთად ვისვენებდით და ყველაფერს ერთობით ვაკეთებდით“, – ჰყვება თათია კენჭიაშვილი.

თათია კენჭიაშვილი: „ჩემს ძმას რამდენჯერმე უყვარდა, მაგრამ ის ერთადერთი ჯერ არ გამოჩენილა… ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ როგორც შემოქმედი, არ დაკარგულიყო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g