„ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ჟურნალისტ გიორგი ლაფერაშვილს მეგობრები და კოლეგები იხსენებენ.
მათი თქმით, ლაფერა იყო უნიკალურად სანდო, ქართულ მედიაში მოკაშკაშე ვარსკვლავი.
ჟურნალისტების თქმით, როდესაც რაიმე დახმარებს სჭირდებოდათ მუდამ ლაფერას ურეკავდნენ და ის ყველასთვის ძალიან დიდი დანაკარგია.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ლაფერაშვილი ქართულ მედიაში 15 წლის მივიდა და ერთადერთია ვინც ამ პროფესიაში ბევრი საინტერესო ამბავი დააგროვა.
გიორგი ლაფერაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რამდენიმე კვირის განმავლობაში კლინიკაში იყო მოთავსებული.