LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: USAID აქტიურად არის ჩართული კოლხეთის ეროვნული პარკის განვითარების საქმეში

100
15525532046კოლხეთი3

პროექტი USAID/Zrda აქტიურად არის ჩართული კოლხეთის ეროვნული პარკის განვითარების საქმეში. 2021 წლის ივლისიდან, საქართველოს კოლხური ტროპიკული ტყე და ჭაობიანი ტერიტორია, მათ შორის კოლხეთის ეროვნული პარკი UNESCO-ს მსოფლიოს ბუნებრივ ძეგლთა სიაშია!

USAID/Zrda-ს დახმარებით ტერიტორიაზე დამონტაჟდა უახლესი ტურისტული ატრაქცია, „თოკების პარკი“; პარკს გადაეცა ჭურიას შესასვლელის რეინჯერებისთვის აღჭურვილობა და რეინჯერთა ქოხში დაინსტალირდა მზის ენერგიის გამომუშავების სისტემა; პარკს გადაეცა თანამედროვე ტიპის, 13 მგზავრზე გათვლილი პონტონი/ნავი.

პროექტმა USAID/Zrda-მ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, მოამზადა სპეციალური წიგნი, რომელიც კოლხეთის ეროვნული პარკში დაცული უნიკალური საგანძურის შესახებ საინტერესო ამბებს გვიყვება.

საერთო ჯამში კი, 2019-2021 წლებში Zrda-ს მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა კოლხეთის ეროვნული პარკის განვითარება-პოპულარიზაციისათვის 532, 320 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g